Sunday, May 15, 2016

                                                               დღე მეცხრე



        ვიმუშავე პროექტის პრეზენტაციაზე და შეფასებაზე.გავიგე თუ როგორ შეიძლება პროექტის ეფექტურად და საინტერესოდ წარდგენა.ასევე ვიმუშავე, თუ როგორ შეიძლება დავეხმარო და ხელი შევუწყო ჩემს მოსწავლეებს პროექტზე მუშაობაში.



                                                        მოდულის შეჯამება



      ნაყოფიერი ტრენინგი იყო.გავეცანი პროექტზე მუშაობის თანამედროვე ტექნოლოგიებს.ვიმუშავე ყველა იმ რესურსის გამოყენებაზე,რომელიც ხელს შემიწყობს დავეხმარო და ფასილიტაცია გავუწიო ჩემს მოსწავლეებს პროექტის წარმატებით შესრულებასა და შემდგომ მის წარმატებით წარდგენეში.  ასევე მის ობიექტურად შეფასებაში. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ნიჭიერ და ენერგიულ ტრენერს საინტერესო შეხვედრებისთვის.ვისურვებდი მსგავსი ტრენინგის გავლას სამომავლოდ.

Thursday, May 12, 2016

                                                             მერვე დღე

         ძალიან ნაყოფიერი დღე იყო. ვისწავლე, თუ როგორ უნდა გამოვიყენო ტექნოლოგიები უფრო ეფექტურად და როგორ წარმოვაჩინო ჩემი ნამუშევარი ასევე ეფექტურად. ვიმუშავე ფასილიტაციის  ტექნოლოგიებზე, რათა დავეხმარო ჩემს მოსწავლეებს მუსაობის პროცესში. მადლობა ტრენერს!

Monday, May 9, 2016

                                                     
                                                  დღე მეექვსე


              დღევანდელი მეცადინეობა ძალიან ნაყოფიერი იყო.ვიმუშავე ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენების გზებზე სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით. დეტალურად განვიხილე 21 საუკუნის უნარ-ჩვევები.თუ როგორ მოვახდინო მოსწავლეთა ჩართვა შეფასების პროცესში.ასევე  განვიხილე უკუკავშირის გაზიარება.
                                                               დღე  მეხუთე



     დღევანდელმა დღემ დამანახა,თუ როგორ ,რა რაოდენობით და სირთულით მივაწოდო ინფორმაცია ჩემს მოსწავლეებს პროექტზე მუშაობისას კარგი შედეგის მისაღებად.გავიხსენე სლაიდ შოუს შექმნის ტექნოლოგია,ვისწავლე პროექტის შეჯამების შეფასება. დიდი მადლობა ჩვენს ჭკვიან და კეთილ ტრენერს.  :)

                                                      დღე    მეშვიდე



                 დღევანდელ ტრენინგზე  დეტალურად გავიგე, თუ როგორ უნდა გამოვიყენო  შეფასების ტექნოლოგიები  უფრო ეფექტურად.თუ როგორ განვსაზღვრო მოსწავლეთა საჭიროებები და ხელი შევუწყო მათ დაინტერესებას და ხელი შევუწყო მათ თვითრეგულაციაში. დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს!!! 

Sunday, April 24, 2016

                                                 

                                                       დღე მეოთხე




            დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი იყო. გავარკვიე თუ რამდენად  მნიშვნელოვანია ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი შეკითხვების სწორად დასმა.ვიმუშავე შეფასების დროის სქემაზე. ასევე მნიშვნელოვანი იყო შეფასების მეთოდებსა და ინსტრუმენტებზე მუშაობა.მადლობა ტრენერს კომპეტენტური და ამომწურავი ინფორმაციისთვის.

Saturday, April 23, 2016

                                                             დღე მესამე





    ვიმუშავე ბუკლეტის დიზაინზე და ფოტოების ატვირთვაზე.პროექტის შინაარსის გაწერაზე,რომელიც ჩემთვის საინტერესო იყო.ამით კიდევ ერთხელ გავიაზრე პროექტის შექმნის მნიშვნელობა.კიდევ ერთხელ გამოვიყენე ბლუმის ტაქსონომიის განახლებული მოდელი. მოუთმენლად ველოდები შემდეგ შეხვედრას.