Sunday, April 24, 2016

                                                 

                                                       დღე მეოთხე




            დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი იყო. გავარკვიე თუ რამდენად  მნიშვნელოვანია ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი შეკითხვების სწორად დასმა.ვიმუშავე შეფასების დროის სქემაზე. ასევე მნიშვნელოვანი იყო შეფასების მეთოდებსა და ინსტრუმენტებზე მუშაობა.მადლობა ტრენერს კომპეტენტური და ამომწურავი ინფორმაციისთვის.

Saturday, April 23, 2016

                                                             დღე მესამე





    ვიმუშავე ბუკლეტის დიზაინზე და ფოტოების ატვირთვაზე.პროექტის შინაარსის გაწერაზე,რომელიც ჩემთვის საინტერესო იყო.ამით კიდევ ერთხელ გავიაზრე პროექტის შექმნის მნიშვნელობა.კიდევ ერთხელ გამოვიყენე ბლუმის ტაქსონომიის განახლებული მოდელი. მოუთმენლად ველოდები შემდეგ შეხვედრას.

Saturday, April 16, 2016

                                                                რეფლექსია


                                                            დღე პირველი



   დღევანდელი მოდულის გაცნობის შემდეგ გავიგე თუ რა არის მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებლი პროექტზე მუშაობისას. ასევე გავეცანი პუბლიკაციის შექმნის მიზანს და საჭიროებას,რაც დამეხმარება პიარი გავუწიო საკუთარ მუშაობას.ჩეკლისტის გაცნობა დამეხმარა კიდევ ერთხელ დავრწმუნებულიყავი პროექტით მუშაობის ეფექტურობაში.